დასრულებული
ვადა -

განცხადება ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობების დასაკავებლად:

  • ანალიზისა და საინფორმაციო რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი/მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული);
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმა­ციის დარგის სპეციალისტებს, რომელთაც გააჩნიათ დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული (მეცნიერებათა კანდიდატის, დოქტორის) ხარისხი.კონკურსანტს უნდა გააჩნდეს აღნიშნულ სფეროში მუშაობის არა ნაკლებ 5 წლის სტაჟი.კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:

  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
  • დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი აკადემიური, ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული, მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
  • შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების ხედვა (საკვლევი პრობლემები, მოსალოდნელი შედეგები, საჭირო რესურსები და ა.შ);
  • შესაბამისი დარგის 3 მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი,  ელექტრონული ფოსტა);
  • სამეცნიერო გრანტების, სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (სასურველია);

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთები მიიღება 2013 წლის 19 ივლისიდან 20 აგვისტოს  1700 საათამდე.  კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2013 წლის   29 აგვისტოს;საბუთები მიიღება  ინსტიტუტ  ტექინფორმში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. მისამართი: 0179, თბილისი, კოსტავას ქ. 47, მე-6 სართული, ოთახი 18.კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია საბუთები წარმოდგენილი იყოს ბეჭდური და  ელექტრონული ფორმით.საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იქნეს მოწოდებული დისკით, ან გაიგზავნოს მისამართზე: tech@caucasus.net.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ტელ:   233  53  15,  233  51  22.

პასუხისმგებელი პირი  –  მეგი თათარაშვილი

მოგვწერეთ