კონკურსი „მე მედია ვარ“
GIPA საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა ატარებს კონკურსს „მე მედია ვარ“.
კონკურსი ჩატარდება შემდეგ ფორმატებში:
• ესსე (მაქსიმუმ 3 გვერდი)
• ფოტო/ ინფოგრაფიკ
• ვიდეო/ ანიმაცია
თითოეული ფორმატის მიხედვით, ჟიური გამოავლენს თითო საუკეთესო ნამუშევარს – ფულადი პრიზი 300 ევრო.
დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ შეავსონ კონკურსის აპლიკაცია 17 ნოემბრის ჩათვლით.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.