საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს
კონკურსი ცხადდება შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
- მინერალური და ენერგეტიკული რესურსების განყოფილების ხელმძღვანელი – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული);
· ადამიანური და ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსებისა და ეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული)
- მიწის, წყლისა და ტყის რესურსების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
(1 საშტატო ერთეული)
განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 14 ნოემბრიდან – 16 ნოემბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქუჩა N67, სტუ-ს მე-9 სასწავლო კორპუსი, მეხუთე სართული, ოთახი N503, ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი, პასუხისმგებელი პირი: რ. ფირცხალავა, ტელ: 599 46 93 07.
ცენტრის სამეცნიერი საბჭოს მიერ სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსანტ(ებ)თან გასაუბრება და კენჭისყრა ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბერს. კენჭისყრის შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადდება კენჭისყრის დასრულებისთანავე 20 ნოემბერს და გამოიკვრება ცენტრში თვალსაჩინო ადგილზე და გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე: https://gtu.ge/cspfnr/
საკონკურსო კომისიის მიერ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 21 ნოემბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2023 წლის 21 ნოემბერს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ცენტრის ვებგვერდზე: https://gtu.ge/cspfnr/
კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში/საკონკურსო კომისიაში მიიღება 2023 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე: https://gtu.ge/cspfnr/
II. საკონკურსო პირობები
კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. ასევე, შესაბამისი ბუნებრივი რესურსების სფეროში კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლიანი გამოცდილება, მათგან არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება განყოფილების, ჯგუფის, პროექტის ხელმძღვანელის რანგში. ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 სამეცნიერო ნაშრომი (მონოგრაფია, სტატია) წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში ან/და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალებში.
ბ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
გ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
მეცნიერის (სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე https://gtu.ge/cspfnr/), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) CV – ავტობიოგრაფია
დ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
ე) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) გეგმა განყოფილების სტრატეგიული განვითარების შესახებ (მხოლოდ სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების მიზნით მონაწილე კანდიდატებისთვის);
ზ) დარგის განვითარების ხედვა (მხოლოდ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავების მიზნით მონაწილე კანდიდატებისთვის);
თ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ი) 2 ფოტოსურათი 3X4;
კ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.
III. კონკურსის ჩატარების წესი
კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა სამეცნიერო საბჭოში, საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ცენტრის ვებ-გვერდებზე;
სამეცნიერო საბჭოს/საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (საბჭოს/კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.