დასრულებული
ვადა 23/01/2024 - 25/01/2024

კონკურსი ცხადდება შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

  • კოსმოსური ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე – 1 საშტატო ერთეული

·       მიწისზედა ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე – 1 საშტატო ერთეული

·       საინჟინრო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე – 1 საშტატო ერთეული

განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 23 იანვრიდან – 25 იანვრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქუჩა N68ბ, სტუ-ს პირველი სასწავლო კორპუსი, ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი, ოთახი N621, საკონტაქტო პირი: ნანა მაისურაძე, ტელ.: 595 43 00 89

ინსტიტუტის სამეცნიერი საბჭოს მიერ განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსანტ(ებ)თან გასაუბ­რე­ბა და კენჭისყრა ჩა­ტარ­დე­­ბა 2024 წლის 29 იანვარს. კენჭისყრის შედეგები სა­მეც­ნი­­ერო საბჭოს მიერ გა­მო­ცხად­დება კენჭისყრის დასრულებისთანავე 29 იანვარს და გამოიკვრება ინ­ს­ტიტუტში თვალსაჩინო ად­გილზე და გამოქვეყნდება ვებ-გვერ­დზე: www.gtu.ge

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში მიიღება 2024 წლის 01 თებერვლის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

განყოფილების უფროსის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს მთავარი მეცნიერი თანამშრომლის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

ასევე, კონკურსანტს ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი – იმპაქტ-ფაქტორიან (Web of Science) ჟურნალში.

განყოფილების უფროსის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;

ე) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი;

ვ) CV – ავტობიოგრაფია;

ზ) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიებისა და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ი) 2 ფოტოსურათი 3X4;

კ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა სამეცნიერო საბჭოსა და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;

სამეცნიერო საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (საბჭოს გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მოგვწერეთ