დასრულებული
ვადა 20/11/2023 - 22/11/2023

კონკურსი ცხადდება შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

· მათემატიკური მოდელირების განყოფილება:

განყოფილების გამგე – 0.5 საშტატო ერთეული

· ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების განყოფილება:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1.0 საშტატო ერთეული

·     აკადემიკოს შალვა მიქელაძის სახელობის გამოთვლითი ცენტრი:

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1.0 საშტატო ერთეული

განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 20 ნოემბრიდან – 22 ნოემბრის ჩათვლით, 1100-დან 1500 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, გრ. ფერაძის ქუჩა N4, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ოთახი N201, საკონტაქტო პირი: ნინო ბოკუჩავა, ტელ: 595 65 80 27.

ინსტიტუტის სამეცნიერი საბჭოს მიერ განყოფილების გამგის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსანტ(ებ)თან გასაუბ­რე­ბა და კენჭისყრა ჩა­ტარ­დე­­ბა 2023 წლის 24 ნოემბერს. კენჭისყრის შედეგები სა­მეც­ნი­­ერო საბჭოს მიერ გა­მო­ცხად­დება კენჭისყრის დასრულებისთანავე 24 ნოემბერს და გამოიკვრება ინ­ს­ტიტუტში თვალსაჩინო ად­გილზე და გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებ-გვერ­დზე https://micm.edu.ge/.

საკონკურსო კომისიის მიერ მთავარი და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 27 ნოემბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2023 წლის 27 ნოემბრისა, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://micm.edu.ge/.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში/საკონკურსო კომისიაში მიიღება 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://micm.edu.ge/

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

1) ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირ­­ჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკა­ვია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეც­ნი­ერი თანა­მ­შრომ­ლის თანამდებობა, ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერ­თე­ულ­ის ხელმ­ძღვა­ნელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სა­თანადო სა­მეც­ნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

2) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რო­მელ­­საც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლე­­ვითი საქ­მიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სა­მეცნიერო-კვლე­ვით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სა­მეცნიერო თა­ნამ­დებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლი­კა­ცი­ებ­საც), ბოლო 5 წლის გან­მავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სა­მეც­ნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი – იმპაქტ-ფაქტორიან (Web of Science) ჟურნალში, ხოლო დანარ­ჩე­ნი პუბ­ლიკაციებიდან არანაკლებ სამი – Scopus-ში ინდექ­სირებულ ჟურნალში.

3) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 (სამი) – Scopus -ში ინდექსირებულ ჟურნალში.

მეცნიერი თანამშრომლის (მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, განყოფილების გამგის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე https://micm.edu.ge/), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერთიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი/საბუთები, დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით. ნუსხაში იმპაქტ-ფაქტორიან (Web of Science) ჟურნალებს უნდა მიეწეროს აბრევიატურა „IF“, ხოლო Scopus-ში ინდექ­სირებულ ჟურნალებს კი უნდა მიეწეროს აბრევიატურა „SJR“;

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა სამეცნიერო საბჭოში, საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;

სამეცნიერო საბჭოს/საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (სამეცნიერო საბჭოს/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მოგვწერეთ