სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 10 საშტატო ერთეული (0,5 საშტატო ერთეულზე)
- უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული (0,5 საშტატო ერთეულზე)
- მეცნიერი თანამშრომელი – 2 საშტატო ერთეული (0,5 საშტატო ერთეულზე)
განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 27 ოქტომბრიდან – 29 ოქტომბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მერაბ კოსტავას ქ.№77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი №338, პასუხისმგებელი პირი: თამარ გედევანიშვილი ტელ: 557 92 25 15.კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 31 ოქტომბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 31 ოქტომბრისა, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე, ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის ვებგვერდებზე.კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2025 წლის 05 ნოემბრის ჩათვლით.კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის ვებგვერდებზე.II. საკონკურსო პირობებიკონკურსის ძირითადი პირობები:ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.გ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. დამატებითი პირობა:
- საკონკურსო მოთხოვნების დამატებითი პირობაა აფხაზური ენის ცოდნა:
- მთავარი მეცნიერი თანამშრომლის 1 (ერთი) ვაკანტურ თანამდებობაზე;
- უფროსი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე;
- მეცნიერი თანამშრომლის 1 (ერთი) ვაკანტურ თანამდებობაზე.
მეცნიერის (მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის ვებგვერდებზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში.III. კონკურსის ჩატარების წესი
- კონკურსი ჩატარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;
- საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
- კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.