დასრულებული
ვადა -

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად:

  • ინსტიტუტის დირექტორი
  • ქართული და  აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი – 0,5 საშტატო ერთეული

განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 15 დეკემბრიდან – 17 დეკემბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მერაბ კოსტავას ქ.№77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი №338, პასუხისმგებელი პირი: დავით გეგია, ტელ: 577 558 829.კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 19 დეკემბერს.

კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 19 დეკემბერს, სამეცნიერო საბჭოს მიერ თვალსაჩინო ადგილზე, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში მიიღება 2025 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.

სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო დირექტორის თანამდებობაზე არჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს არაუგვიანეს 2025 წლის 29 დეკემბრისა.

უნივერსიტეტის წესდების თანახმად, აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით 2/3-ით, ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების საკითხს (შენიშვნა: ეხება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობას). აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში 2025 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (განცხადების ფორმა, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. სასურველია კონკურსანტს ჰქონდეს კვლევითი გამოცდილება ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების, ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების შემუშავების მიმართულებით, ლოგიკის, ენისა და ხელოვნური ინტელექტის, მათ შორის ქართული ენისა და აზროვნების იზომორფული მათემატიკური თეორიის იგივე ქართული ენის ლოგიკური გრამატიკის შემუშავების მიმართულებით. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად.

ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ერთი და იმავე პირმა ზედიზედ შესაძლებელია დაიკავოს მხოლოდ ორჯერ.

ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (ლაბორატორიის ხელმძღვანელი) თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. სასურველია კონკურსანტს ჰქონდეს კვლევითი გამოცდილება ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების, ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების შემუშავების მიმართულებით. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

დ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 (ხუთი) წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება (ფორმა გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე)

ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ე) სამოქმედო გეგმა (უნდა წარმოადგინოს მხოლოდ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად მონაწილე კონკურსანტმა);

ვ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ზ) 2 ფოტოსურათი 3X4;

თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

  • კონკურსი ჩატარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა სამეცნიერო საბჭოში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდებზე.
  • სამეცნიერო საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
  • კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მოგვწერეთ