სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება
განცხადება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე და 23-ე მუხლების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის #133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების მე-8 და მე-15 მუხლებისა და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ დებულების“ მე-18 და მე-19 მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ნოემბრის №01-05-04/176 დადგენილების საფუძველზე,
1. 2023 წლის 25 დეკემბერს სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში დაინიშნოს არჩევნები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად.
2. არჩევნებში მონაწილე კანდიდანტთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვროს 2023 წლის 11 დეკემბრიდან 2023 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით.
3. კანდიდანტთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართოს 2023 წლის 22 დეკემბერს.
4. აკადემიური საბჭოს მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით შერჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კანდიდატურა უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) დასამტკიცებლად წარედგინოს არჩევიდან არა უგვიანეს 4 დღისა.
5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) თანამდებობაზე აირჩევა ოთხი წლის ვადით.
6. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
7. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
გ) გააჩნია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
დ) არის 65 წელზე ნაკლები ასაკის.
8. კანდიდანტმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
გ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ავტობიოგრაფია (CV);
ვ) სამოქმედო გეგმა;
ზ) 2 ფოტოსურათი,ზომით 3X4-ზე;
თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
9. განცხადებები მიიღება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისის სამდივნოში, თბილისი, კოსტავას,77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 233. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, დასვენების და უქმე დღეების გარდა.
10. უნივერსიტეტის წესდების თანახმად, აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2023 წლის 07 დეკემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას,77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული). პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.
11. წინამდებარე განცხადების მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, თუ მას უკვე წარმოდგენილი აქვს ასეთი ცნობები უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.