აგროინჟინერია
აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი
სწავლების ენა – ქართული
პროგრამის მიზანია აგროინჟინერიის დარგის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედრო ტექნოლოგიების მცოდნე უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტის, პედაგოგისა და მკვლევარის მომზადება, რომელიც შეძლებს მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევის შედეგების ფართო გამოყენებით, ეფექტიანი აგროსაინჟინრო გადაწყვეტილებების მიღებას; სასოფლო – სამეურნეო საქმიანობისათვის მელიორაციული ღონისძიებების ეფექტიან გატარებას; მრავალფაქტორიანი ექსპერიმენტების დაგეგმვას, ჩატარებასა და გაანალიზებას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით: სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა – მოყვანის საკითხების გადაწყვეტას და მოსავლიანობის ამაღლებას; წყლის რესურსების ეფექტიან მართვას; სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროეკოლოგიური მდგრადობის შენარჩუნებას და წყლისმიერი ეროზიული პროცესებისა და ღვარცოფული მოვლენების შეფასებას. ბუნებრივი საფრთხეებისაგან სასოფლო – სამეურნეო სავარგულების დაცვას და მასთან დაკავშირებით საჭირო პრობლემატური საკითხების კვლევას და მეცნიერულად შეფასებას; გასაატარებელი ღონისძიებების დასაბუთებას და პრაქტიკაში დანერგვას. დოქტორანტურის კურსდამთავრებული ორიენტირებულია შრომითი რესურსების ბაზარზე, კონკურენტუნარიანია და აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.
მიღება
კონტაქტი