აგრონომია
აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი
აკრედიტებული
სწავლების ენა
ქართული
კრედიტების რაოდენობა
სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი
გადასახადი
4000 ლარი
- აგრონომიის სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნით და აკადემიური/პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპების პატივისცემით, მოამზადოს კვლევის დაგეგმვის და განხორციელების უნარის მქონე, ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი მკვლევარები.
- კვლევის ინტერესის შესაბამისად, შესძინოს კურსდამთავრებულებს: მცენარეთა მოვლა – მოყვანის უახლესი ტექნოლოგიების; არსებული გენეტიკური რესურსების დაცვის; გეოსაინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების; პროდუქციის წარმოების ენერგოუსაფრთხოებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების; აგრარული კულტურების ასორტიმენტის განახლების; პროდუქციის გაუმჯობესების თანამედროვე მეთოდებისა და ადაპტირების, კვების, რწყვისა და სხვა რეჟიმების შემუშავების; ბიოლოგიური პოტენციალის ამაღლების; მცენარეებში ნივთიერებათა და ენერგიის ცვლის ბიოქიმიური მექანიზმების დადგენის მიმართულებებით კვლევის და უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის გამოყენების უნარი, აკადემიური/პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.
- ჩამოუყალიბოს კურსდამთავრებულებს აგრონომიის დარგში აკადემიური/პედაგოგიური საქმიანობისა და დარგობრივ საზოგადოებაში თავისუფლად ინტეგრაციისათვის საჭირო უნარები და სფეროს მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა.
საგნები
I სემესტრი
II სემესტრი
კრედიტები
მიღება
კონტაქტი