ბიზნესის ადმინისტრირება
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
პროგრამის მიზანი:
1. ბიზნესის ადმინისტრირების დარგის ფართო ცოდნასთან ერთად კურსდამთავრებულს შესძინოს ბიზნეს-საქმიანობისა და მისი ფუნქციონალური სფეროების შესახებ პრაქტიკული კვლევისა და დაგეგმვისათვის საჭირო ცოდნა და უნარები, ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, საბუნებისმეტყველო და სხვა დარგების ინტერდისციპლინური სწავლების ჰარმონიული და ზომიერი კომბინაციით.
2. აღჭურვოს და განუვითაროს ბიზნესის ადმინისტრირების დარგის საჭირო უნარ-ჩვევები თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთიერთობათა რთულ სისტემაში განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად და ბიზნესპროცესების მართვაში მონაწილეობის მისაღებად ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის, ბუღალტერიის და სხვა მიმართულებით.
3. შეუქმნას კურსდამთავრებულებს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის მყარი საფუძველი.
მიღება
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი – მათემატიკა ან ისტორია
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
კონტაქტი