ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია

Placeholder

ენერგეტიკის ფაკულტეტი

აკრედიტებული პრიორიტეტული
სწავლების ენა
ქართული
კრედიტების რაოდენობა
240
გადასახადი
უფასო

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის ბაკალავრი

პროგრამის მიზნები:

1: მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა თბური და ელექტრული ენერგიების წარმოების, გადაცემის, განაწილების, მოხმარებისა და სხვა ენერგიებად გარდაქმნის თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომელიც მოიცავს ზოგად საინჟინრო განათლებას, თბური, ჰიდრო და ელექტროენერგეტიკული დანადგარების, ელექტრული სადგურებისა და ქვესადგურების, ელექტრული მანქანებისა და აპარატების, ელექტროტექნიკური მასალების, ენერგოეფექტური  ტექნოლოგიების და მათში შემავალი ელემენტებისა და კვანძების დაპროექტებას, მონტაჟს, გამართვას, გამოცდასა და ექსპლუატაციას, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ასპექტებს;

2: ჩამოუყალიბოს საინჟინრო-პრაქტიკული უნარები სამრეწველო და კომერციულ საწარმოებში არსებული ამოცანებისა და პრობლემების გადასაჭრელად, ასევე საყოფაცხოვრებო პირობებში ელექტროგაყვანილობისა და ელექტრომოწყობილობების დაყენების, შენარჩუნების, შეკეთების და ხარვეზის დიაგნოსტირების გასახორციელებლად;

3: აღჭურვოს კურსდამთავრებულები ენერგეტიკის დარგში არსებული შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი კომპეტენციებით და შეუქმნას მას საფუძველი სწავლის შემდგომი გაგრძელებისა და პროფესიული განვითარებისათვის.

საგნები
I სემესტრი
II სემესტრი
კრედიტები

მიღება

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი – ფიზიკა ან  მათემატიკა

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული

კონტაქტი

მოგვწერეთ