ევროპისმცოდნეობა
სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს: ცოდნა ევროპის წამყვანი ქვეყნების ისტორიის, იდეების, კულტურის, ეკონომიკის, სამართლის, ინსტუტუციური, მმართველობის სისტემის, სოციალური პროცესებისა და სხვა სფეროების შესახებ მსოფლიო-ისტორიული პროცესების კონტექსტში. ფართო თეორიული ცოდნა ევროპის ქვეყნების ინტეგრაციის იდეებზე, კონცეფციებზე, პროცესებზე, რეგიონულ და ადგილობრივ მიდგომებზე; კომპლექსური ცოდნა და სპეციალური მომზადება ევროპის წამყვანი ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, სამართლებრივ სისტემებსა და პროცედურებზე, მათი თეორიული საფუძვლების განვითარებაზე, ეროვნული და ურთიერთანამშრომლობის პოლიტიკაზე, ევროკავშირის განვითარებისა და ინტეგრაციის კომპლექსურ პროცესებზე, ევროპული იდენტობისა და ევროპული მოქალაქეობის მნიშვნელობაზე, ინსტიტუციებისა და გადაწყვეტილებების შემუშავების პოლიტიკაზე, პოლიტიკური კულტურის თავისებურებებზე, პოლიტიკური პროცესის სპეციფიკაზე. ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშაოს: ევროპის ქვეყნებში მიმდინარე სხვადასხვა ახალი პროცესებისადმი ყურადღების მიდევნების, რელევანტურობის აღქმისა და ცოდნის მუდმივი განახლებისა და სწავლის უნარი. ევროკავშირის ინსტიტუციური პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, პრობლემების შეფასების, ანალიზის, მსჯელობის, დასაბუთების, ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი უნარები; პროფესიული ეთიკისა და ევროპული ინტეგრაციის ღირებულებების დასამკვიდრებლად სწრაფვის უნარი; ევროინტეგრაციის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის კულტურა.
მიღება
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი – მათემატიკა ან ისტორია.
უცხო ენა – (გერმანული, ფრანგული, ინგლისური, რუსული).
კონტაქტი