გარემოს დაცვითი ინჟინერია
აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი
უზრუნველყოს კურსდამთავრებული გარემოსდაცვითი ინჟინერიის სფეროს ფართო ცოდნით, შრომის ბაზარზე არსებულ თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი, დარგისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და პროფესიული კომპეტენციებით;
შეასწავლოს სტუდენტს გარემოს ობიექტების ხარისხის ნორმატივები, მასზე მოქმედ მავნე ნივთიერებათა, აგრეთვე ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორების ზეგავლენით გამოწვეული ბიოსფეროს წონასწორობის რღვევა და კლიმატური ცვლილებები;
სტუდენტები დაეუფლონ გარემოს ობიექტების დაცვის თვალსაზრისით დამაბინძურებელი წყაროებისა და ქიმიური ნივთიერებების მნიშვნელობების მიხედვით ეკოლოგიური მონიტორინგის ჩატარების პრინციპებს;
მისცეს სტუდენტს უნარჩენო ან მცირენარჩენიანი ტექნოლოგიის თვალთაზრისით სამრეწველო აეროზოლებისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის მეთოდების, აპარატებისა და საშუალებების, აგრეთვე მეორადი მასალების გადამუშავების ფართო ცოდნა.
მიღება
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი – მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია ან გეოგრაფია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
კონტაქტი