ინფორმატიკა

Placeholder

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი

აკრედიტებული
სწავლების ენა
ქართული
კრედიტების რაოდენობა
120 კრედიტი
გადასახადი
2250 ლარი

პროგრამის მიზანია მაღალკვაკიფიციური კადრების მომზადება, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სახელმწიფო სტრუქტურების, მსხვილი კორპორაციების, მცირე ბიზნესისა და სხვადასხვა დარგის მეცნიერებების მოთხოვნების განსახორციელებლად:

  • საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ასევე კორპორაციული ინფორმაციული სისტემების შექმნა, დანერგვა და ექსპლუატაცია;
  • IT სერვისების დამუშავება, მათი სასიცოცხლო ციკლის ანალიზის და ეფექტური მართვის პრინციპების ჩამოყალიბება;
  • ორგანიზაციული მართვის ობიექტების სისტემური ანალიზი, მათი მიზნების, ბიზნეს-ფუნქციების გამოვლენა, ლოჯისტიკური მენეჯმენტის ბიზნეს-პროცესების კლასიფიკაცია, მათი მოდელირება ობიექტ-ორიენტირებული და პროცეს-ორიენტირებული მიდგომებით;
  • ინფორმაციული სისტემების სისუსტეებისა და საფრთხეების ანალიზი და მათი გადაწყვეტა ხელოვნურ ინტელექტში არსებული რთული ამოცანების ამოხსნის მეთოდებითა და გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი სისტემების საშუალებით;
  • მოქმედ ორგანიზაციულ სამართლებრივ ბაზაზე დაყრდნობით, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების კონცეფციის ჩამოყალიბება და კომპლექსური დაცვის სისტემის უზრუნველყოფა სხვადასხვა მეთოდებითა და საშუალებებით;
  • ვებ და მულტიმედიური პროექტების შექმნა, მართვა და დანერგვა სხვადასხვა სამეცნიერო, საინჟინრო, საგანმანათლებლო, ინოვაციურ, კომერციულ და შემოქმედებით სფეროში;

პროგრამა უზრუნველყოფს ასევე სტუდენტის მიერ პერსპექტიული მიმართულების არჩევის საშუალებას, რომელშიც შესაძლებელია ახალი დასაქმების ბაზრების აღმოჩენა, საკუთარი საქმიანობის ორგანიზება ან შრომითი მოწყობა ვაკანსიებზე მოწინავე პროექტების შესასრულებლად.

საგნები
I სემესტრი
II სემესტრი
კრედიტები

მიღება

კონტაქტი

მოგვწერეთ