ქიმია
აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი
უზრუნველყოს კურსდამთავრებულისათვის თეორიული და პრაქტიკული განათლების მიცემა ქიმიის საბაზისო დარგებში: ზოგად და ელემენტების ქიმიაში, ორგანულ, ფიზიკურ, კოლოიდურ, ანალიზურ, მაღალმოლეკულურ, კომპლექსურ ნაერთთა ქიმიაში, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან ქიმიურ დისციპლინებში;
ქიმიის ექსპერიმენტული მეთოდების დაუფლება; უსაფრთხოდ მუშაობის უნარების გამომუშავება; ქიმიური ექსპერიმენტის დაგეგმისათვის საფუძვლის შექმნა, მისი ჩატარება, მონაცემთა დამუშავება, დასკვნების გაკეთება. ქიმიკოსის პროფესიული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება. ძირითადი ქიმიური პროცესების მექანიზმების, მრეწველობასა და ყოფაცხოვრებაში ნაერთების გამოყენების შესწავლა;
ქიმიის დარგობრივი პრობლემების კრიტიკული ანალიზისთვის საჭირო უნარების გამომუშავება, რის საფუძველზეც კურსდამთავრებულს შეეძლება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ინტეგრაცია.
მიღება
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ქიმია ან ბიოლოგია. ფიზიკა
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
კონტაქტი