კომპიუტერული ინჟინერია
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
პროგრამის მიზანი:
კომპიუტერული ინჟინერია ფოკუსირდება რთული ციფრული სისტემების ანალიზისა და პროექტირების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე. იგი მოიცავს ციფრული ტექნოლოგიების მეტად ფართო სპექტრს, დაწყებული სუპერ კომპიუტერებიდან და კომპიუტერული სისტემებიდან, დამთავრებული მიკროსქემებით. შეიძლება ითქვას, რომ მაღალი ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელ ეტაპზე კომპიუტერული ინჟინერია გადამწყვეტ როლს თამაშობს ციფრული ტექნოლოგიების და გამოყენებითი ხასიათის სფეროებში. აქედან გამომდინარე, კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტებზე მოთხოვნა შრომით ბაზარზე ძალიან დიდია და მუდმივად მზარდია.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეინარჩუნონ დ განივითარონ საგანმანათლებლო პროგრამით მიღებული ცოდნა და უპასუხონ დარგის უახლეს გამოწვევებს. აქედან გამომდინარე, საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული მიზნებია:
- შესძინოს კურსდამთავრებულებს ტექნიკური, საინჟინრო ცოდნა და უნარები კომპიუტერული ინჟინერიის დარგში წარმატების მისაღწევად.
- მოამზადოს კომპიუტერული ინჟინერიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ციფრული მოწყობილობების და სისტემების აპარატურულპროგრამული უზრუნველყოფების შემუშავების, ექსპლუატაციის საკითხების ცოდნით.
- შესძინოს კურსდამთავრებულებს კომპიუტერული ინჟინერიის სფეროს მეთოდების და ინსტრუმენტების სხვა დარგებში ეფექტურად გამოყენების უნარები.
- შეუქმნას კურსდამთავრებულებს სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის მყარი საფუძველი.
მიღება
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი – მათემატიკა ან ფიზიკა.;
უცხო ენა – გერმანული, ინგლისური, ფრანგული, რუსული.
კონტაქტი