მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია

Placeholder

სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი

აკრედიტებული
სწავლების ენა
ქართული
კრედიტების რაოდენობა
სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი
გადასახადი
4000 ლარი

სწავლების ენა – ქართული

პროგრამის მიზანია საერთაშორისო დონის აქტუალური მნიშვნელობის პრობლემური საკითხების გადაწყვეტაზე ორიენტირებული, უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის მქონე, ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის კონკურენტუნარიანი მკვლევარების მომზადება, რომლებიც წვლილს შეიტანენ:

  • მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგიის დარგის და ასევე ნებისმიერი ფუნქციონალური დანიშნულების მანქანების და მანქანათა სისტემების ძირითადი სტრუქტურული ელემენტების (მექანიზმები, ამძრავთა სისტემები და მექატრონული მოდულები) და მთლიანობაში მათზე აგებული მანქანების და მოწყობილობების კინემატიკური და დინამიკური კვლევების, გაანგარიშების, სქემური და კონსტრუქციული სრულყოფის ამოცანების გადაჭრაში;
  • დარგის თანამედროვე საწარმოო პროცესების და აღჭურვილობის, ტექნოლოგიური მოწყობილობების და ტექნოლოგიური სისტემების პროექტირების, განვითარების, წარმოების, შენარჩუნების და მონიტორინგის პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში;

დამოუკიდებლად შეძლებენ ინოვაციური მეთოდების შემუშავებას  და პედაგოგიურ, სამეცნიერო   მოღვაწეობას.

საგნები
I სემესტრი
II სემესტრი
კრედიტები

მიღება

კონტაქტი

მოგვწერეთ