მეტალურგია

Placeholder

სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი

აკრედიტებული პრიორიტეტული
სწავლების ენა
ქართული
კრედიტების რაოდენობა
240 კრედიტი
გადასახადი

პროგრამის მიზანი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისიის შესაბამისად, უცხოური პროგრამების გამოცდილების, ასევე შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, დემოკრატიულ-ჰუმანურ ფასეულობებზე ორიენტირებული, სოციალურ გარემოში ადაპტაციის, კომუნიკაციის უნარის მქონე მეტალურგიის ბაკალავრის მომზადება.

მისცეს მეტალურგიის საბაზისო განათლება ტექნოლოგიური პროცესების გაცნობიერების, მეტალურგიული ღუმლების, აგრეგატების თბური მუშაობის და კონსტრუქციის გაანგარიშების, დაპროექტების, წარმოქმნილი პრობლემების და ამოცანების გაგებისა და მათი პრაქტიკული რეალიზაციისათვის.

შეასწავლოს ბუნებრივი ნედლეულის და მეორეული ლითონის გადამუშავების,შავი და ფერადი ლითონების, შენადნობების მიღების მეტალურგიის მეთოდები და საშუალებები, ტექნოლოგიური პროცესების მართვის ძირითადი პრინციპები და კანონზომიერებები, ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხო წარმართვა და ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების გარემოს დაცვითი მოთხოვნების მიხედვით ექსპლუატაცია.

საგნები
I სემესტრი
II სემესტრი
კრედიტები

მიღება

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

კონტაქტი

მოგვწერეთ