მშენებლობა

Placeholder

სამშენებლო ფაკულტეტი

აკრედიტებული
სწავლების ენა
ქართული
კრედიტების რაოდენობა
სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 55 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი
გადასახადი
4000 ლარი

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მშენებლობის ინჟინერიის სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნით და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით მოამზადოს, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი, კვლევის დაგეგმვის და განხორციელების უნარის მქონე, სამშენებლო ინდუსტრიის სფეროში კვლევის სტრატეგიულ მიმართულებებზე ორიენტირებული მკვლევარები.

მიზანი 1: შესძინოს კურსდამთავრებულებს მშენებლობის ინჟინერიის სფეროს, საჯარო (საზოგადოებრივი), კომერციული, ინდუსტრიული და საცხოვრებელი სტრუქტურების (ასევე მათი აღჭურვის) მონტაჟის, აგებისა და მათი შენარჩუნების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავების, კვლევის და გამოყენების უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა.

მიზანი 2: შესძინოს კურსდამთავრებულებს აკადემიური/პედაგოგიური საქმიანობის, აგრეთვე სამშენებლო ინჟინერიის სფეროში ინოვაციური კვლევის განხორციელების უნარი, ჩამოუყალიბოს სფეროს მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა და განუვითაროს შესაბამისი უნარები აკადემიურ და სფეროს მკვლევართა საზოგადოებაში თავისუფლად ინტეგრაციისათვის.

მიზანი 3: შესძინოს კურსდამთავრებულებს მშენებლობის ინჟინერიის დარგის წინაშე მდგარი გლობალური სოციალური, ეკოლოგიური და/ან ეკონომიკური გამოწვევების ანალიზის, შეფასების, გადაწყვეტის უნარი ხელმძღვანელობითი, აკადემიური და პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.

საგნები
I სემესტრი
II სემესტრი
კრედიტები

მიღება

კონტაქტი

დოქტორანტურა 577 528 687; ელ-ფოსტა: samsheneblo@gtu.ge.

მოგვწერეთ