მშენებლობა
სამშენებლო ფაკულტეტი
სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს მდგრადი მშენებლობის სისტემური და სიღრმისეული ცოდნის მქონე მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი მშენებლობის ინჟინერიის დარგში.
1: შესძინოს კურსდამთავრებულებს ტექნიკური, საინჟინრო, მართვითი და ლიდერის უნარები, საჯარო, კომერციული, საცხოვრებელი და/ან ინდუსტრიული სტრუქტურების (ასევე მათი აღჭურვის) მონტაჟის, აგებისა და მათი შენარჩუნების ტექნოლოგიების ახალი სტრატეგიული მიდგომებით წარმართვისთვის;
2: შესძინოს კურსდამთავრებულებს თანამედროვე მიღწევებზე დამყარებული ცოდნა უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით სამშენებლო ინდუსტრიის შეცვლისა და განვითარებისათვის, მშენებლობის მდგრადობის სავალდებულო მიზნებისა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების პრინციპების დაცვით;
3: შესძინოს კურსდამთავრებულებს შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების დამოუკიდებლად წარმართვის მყარი საფუძველი.
მიღება
კონტაქტი
მაგისტრატურა 577 528 687; ელ-ფოსტა: samsheneblo@gtu.ge.