მშენებლობა

Placeholder

სამშენებლო ფაკულტეტი

აკრედიტებული პრიორიტეტული
სწავლების ენა
ქართული
კრედიტების რაოდენობა
240 კრედიტი
გადასახადი
უფასო

მიზანი 1: შესძინოს კურსდამთავრებულს საზოგადოებრივი, კომერციული, ინდუსტრიული და საცხოვრებელი სტრუქტურების აგების, მონტაჟისა და აღჭურვის ძირითადი სამშენებლო ტექნოლოგიების შესრულების ხერხებისა და მეთოდების, საჭირო სამშენებლო მანქანების შერჩევის წესების, სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმართვის, სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლის, შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების შენარჩუნების ტექნოლოგიების და მშენებლობის ორგანიზაციისა და მართვის ძირითადი საკითხების ცოდნა.

მიზანი 2: მშენებლობის ინჟინერიის სფეროს ფართო ცოდნით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, შესძინოს კურსდამთავრებულებს პრაქტიკული ხასიათის სამშენებლო პროექტების განხორციელების უნარი, გარემოს დაცვის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმსაზღვრელი მოთხოვნების, გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით;

მიზანი 3: შეუქმნას კურსდამთავრებულებს   სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის მყარი საფუძველი, რათა მიღებული განათლებით წვლილი შეიტანონ სამშენებლო კომპლექსის გამართულ მუშაობაში.

საგნები
I სემესტრი
II სემესტრი
კრედიტები

მიღება

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი – ფიზიკა ან მათემატიკა

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული

კონტაქტი

ბაკალავრიატი - 577 714 779 ; ელ-ფოსტა: samsheneblo@gtu.ge.

მოგვწერეთ