მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი
სამშენებლო ფაკულტეტი
მიზანი 1: მშენებლობის ინჟინერიის და მენეჯმენტის ფუნდამენტურ საკითხებზე დაყრდნობით, შესძინოს კურსდამთავრებულებს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სამშენებლო ბიზნესის მართვის ძირითადი პრინციპების, ცალკეული სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის და განხორციელების საინჟინრო და მენეჯერული მიდგომების ცოდნა.
მიზანი 2: მშენებლობის ინჟინერიისა და მენეჯმენტის სფეროს ფართო ცოდნის საფუძველზე, აღჭურვოს კურსდამთავრებულები სამშენებლო ბიზნესის გარემოს აღქმის, ცალკეული სამშენებლო პროცესების წარმოების, სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების ეფექტურად მართვის და დარგის წინაშე მდგარი ეთიკური, სოციალური და სამართლებრივი საკითხების გაცნობიერების უნარებით.
მიზანი 3: შეუქმნას კურსდამთავრებულებს მშენებლობის ინჟინერიის და მენეჯმენტის სფეროში სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის მყარი საფუძველი.
მიღება
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი – ფიზიკა ან მათემატიკა
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული
კონტაქტი
ბაკალავრიატი - 577 714 779 ; ელ-ფოსტა: samsheneblo@gtu.ge.