საინჟინრო ფიზიკა
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
ნანო-მიკრო სტრუქტურების და სისტემების ტექნოლოგიების, ფიზიკურ-ტექნიკური ექსპერტიზის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება საწარმოო-ტექნოლოგიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის საინჟინრო ფიზიკისა და მომიჯნავე სფეროებში. ფიზიკის თანამედროვე თეორიების, კვლევის და პროექტირების ახალი მეთოდების სწავლება, კონცენტრირებული გამოყენებითი ფიზიკისა და ინჟინერიის აქტუალური სამეცნიერო-ტექნოლოგიური პრობლემების ანალიზსა და პრაქტიკულ გადაწყვეტაზე. ანალიტიკური და ექსპერიმენტული კვლევის, ინჟინერინგის ინსტრუმენების გამოყენების, თეორიულ ცოდნასთან ინტეგრირების უნარების და კომპეტენციების განვითარება, ორიენტირებული დამოუკიდებელი და შემოქმედებითი ხედვების ინჟინერ-მკვლევართა ჩამოყალიბებაზე. მყარი პლატფორმის შექმნა პიროვნული და პროფესიული წინსვლის, მომავლის პროფესიების ათვისების, თვითრეალიზების და კარიერული წარმატების მისაღწევად ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე.
მიღება
კონტაქტი