სამართალი
სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
აკრედიტებული
სწავლების ენა
ქართული
კრედიტების რაოდენობა
120 კრედიტი
გადასახადი
2250 ლარი
- [ა] შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა ეროვნული და უცხოური სამართლის მიღწევების, განვითარების პერსპექტივებისა და ძირითადი ტენდენციების, სამართლის ფილოსოფიური ასპექტების, ასევე შედარებითი სამართალმცოდნეობის, ქართული სამართლის განვითარებაზე ევროკავშირის სამართლის გავლენის, თანამედროვე იურიდიული მეცნიერების მეთოდოლოგიური პრინციპების, იურიდიული კვლევის მეთოდების, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების, სამოსამართლო ეთიკის და მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების თავისებურებების შესახებ;
- [ბ] გამოუმუშავოს მოქმედი კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკის, უახლესი მეცნიერული კვლევების ანალიზისა და ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე საკუთარი ორიგინალური სამართლებრივი დასკვნების შემუშავების უნარი;
- [გ] გამოუმუშავოს პროფესიულ დონეზე საჯარო, კერძო ან სისხლის სამართლის სფეროში ნორმის განმარტების, იურიდიული შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების, არასტანდარტული სამართლებრივი სიტუაციების ანალიზის, სამართლებრივი ხარვეზების მოძიების, პრაქტიკაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების შემუშავების უნარი;
- [დ] გამოუმუშაოს სასამართლოში საქმის დამუშავების და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- [ე] გამოუმუშავოს კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში აქტუალურ სამეცნიერო სამართლებრივ პრობლემის ამოცნობის, მისი გადაწყვეტის შესაბამის სამეცნიერო გზების შემუშავების, აქტუალურ საკითხებზე სამეცნიერო-კვლევით პროცესის დაგეგმვის და აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით სამეცნიერო კვლევითი პროექტის/ნაშრომის შემუშავების უნარი;
- [ვ] გამოუმუშავოს აკადემიურ, კომპლექსურ და პროფესიულ საზოგადოებასთან საკუთარი კვლევის შედეგების, დასკვნებისა და არგუმენტების თაობაზე წერითი და ზეპირი ფორმით კომუნიკაციის უნარი;
- [ზ] მაღალი დონის პირადი ავტონომიის და ანგარიშვალდებულების ფარგლებში გამოუმუშაოს სასწავლო ან/და სამუშაო გარემოს სამართლებრივი ღირებულებებით მართვის, ასევე აკადემიური პატიოსნების წესების, სამეცნიერო კვლევის ეთიკურ შედეგების, პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვისა და პროფესიული ცოდნის, სამართლებრივი პრაქტიკის, სამართლებრივი ღირებულებების განვითარების უნარი.
საგნები
I სემესტრი
II სემესტრი
კრედიტები
მიღება
კონტაქტი