სამართალი

Placeholder

სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

აკრედიტებული
სწავლების ენა
ქართული
კრედიტების რაოდენობა
240 კრედიტი
გადასახადი
2250 ლარი

პროგრამის მიზანია:

[ა] შესძინოს ფართო თეორიული ცოდნა სამართლის არსის, პრინციპების, ინსტიტუტების, ქართული სამართლის ისტორიული წყაროების, ასევე საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის დარგობრივი სასწავლო კურსების ძირითადი თეორიების, წესების, პრინციპებისა და რეგულირების თავისებურებების შესახებ;

[ბ] გამოუმუშავოს სამართლის სფეროში არსებული რთული და გაუთვალისწინებელი პრობლემების ამოცნობის, სამართლის მეთოდების გამოყენებით მათი გადაწყვეტის შესაბამისი გზების შემუშავების, შერჩეული მიდგომის დასაბუთებისა და საკუთარი არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;

[გ] გამოუმუშავოს სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების შედგენის და წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტების შემუშავების უნარი;

[დ] გამოუმუშავოს სამართლის ნორმების, წყაროების, სასამართლო პრაქტიკის, მეთოდების ანალიზის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, მათი შეფასების, სამართლებრივ დავაში პოზიციების დასაბუთების, დავის გადაწყვეტის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავების, სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების და მისი დასაბუთების, ასევე იურიდიული მოქმედებების განხორციელების და სხვა იურიდიული ამოცანის გადაწყვეტის უნარი;

[ე] გამოუმუშავოს ქართულ ან/და უცხოურ ენებზე საჭირო ინფორმაციის, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, მეცნიერების სიახლეების მოძიებისა და საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარი;

[ვ] გამოუმუშავოს საკუთარი იდეების, სამართლის სფეროში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან, იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით, ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაციის უნარი;

[ზ] გამოუმუსაოს პროფესიული ეთიკა და მის ფარგლებში მოქმედების უნარი;

[თ] ჩამოუყალიბოს სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით მოქმედების უნარი.

საგნები
I სემესტრი
II სემესტრი
კრედიტები

მიღება

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი – მათემატიკა, ისტორია ან სამოქალაქო განათლება.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

კონტაქტი

მოგვწერეთ