სამხედრო ინჟინერია
სამშენებლო ფაკულტეტი
აკრედიტებული
სწავლების ენა
ქართული
კრედიტების რაოდენობა
სასწავლო კომპონენტი შეადგენს 45 კრედიტს, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი
გადასახადი
4000 ლარი
- მოამზადოს სამხედრო ინჟინერიის კვალიფიციური სპეციალისტი და მკვლევარი, რომელიც დაუფლებულია NATO-ს სამხედრო ტერმინოლოგიასთან თავსებად ქართულ სამხედრო ტერმინოლოგიას, და ამ ცოდნის ბაზაზე აქვს სისტემური ცოდნა თავდაცვის გარემოსა და შეიარაღებული ბრძოლის შესახებ, რომელიც მოიცავს: საომარი თეატრის მომზადებას თავდაცვისათვის; ომის არსს; შეიარაღებული ძალების სახეობებისა და ფორმირებების სტრუქტურას;
- შეასწავლოს სამხედრო სტრატეგია, ოპერატიული ხელოვნება და ტაქტიკა; შეიარაღებული ბრძოლის წარმოება ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში და კოსმოსში; შეიარაღების სისტემები; საქართველოს ტიპის სახელმწიფოების უსაფრთხოების პრიორიტეტები სამხედრო ხელოვნებაში; ასიმეტრიული და ჰიბრიდული ომები;
- შესძინოს კურსდამთავრებულებს სამხედრო საინჟინრო დარგის წინაშე მდგარი გლობალური საკითხების (საქართველოს ტერიტორიის საინჟინრო მომზადება თავდაცვისათვის; საბრძოლო მოქმედებებისა და ბრძოლების საინჟინრო უზრუნველყოფის ღონისძიებების განხილვა სხვადასხვა ტიპის ოპერაციებისას, სხვადასხვა გარემოსა და სხვადასხვა კლიმატურ პირობებში; აღნიშნული ფაქტორების მიღწევა საკუთარი ძალების მობილურობით, მოწინააღმდეგე ძალების ანტიმობილურობით და საბრძოლო ტექნიკის, პირადი შემადგენლობისა და მოსახლეობის საინჟინრო შენიღბვით) გადაწყვეტის უნარი ხელმძღვანელობითი, აკადემიური და პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.
საგნები
I სემესტრი
II სემესტრი
კრედიტები
მიღება
კონტაქტი
დოქტორანტურა 577 528 687; ელ-ფოსტა: samsheneblo@gtu.ge.