სოციალური მეცნიერებები
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
აკრედიტებული
სწავლების ენა
ქართული
კრედიტების რაოდენობა
სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 30 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი
გადასახადი
4000 ლარი
სწავლების ენა – ქართული
სადოქტორო პროგრამის მიზანია, ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო სფეროსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით, მაღალკვალიფიციური აკადემიური კადრების მომზადება ისეთი უნარებით, როგორიცაა:
- უახლეს მიღწევებზე დამყარებული ინტერდისციპლინური თეორიული და გამოყენებითი ორიგინალური სამეცნიერო კვლევების დაგეგმვა და ჩატარება, სამეცნიერო, პროფესიული ეთიკის სტანდარტების გათვალისწინებით და კვლევის ობიექტის უფლებების დაცვით, მიღებული შედეგების გავრცელება და დანერგვა;
- სხვადასხვა სფეროებში საზოგადოების წინაშე წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიკაცია, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ეფექტური ინტერვენციების დაგეგმვა, ჩატარება და შეფასება;
- სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა, სწავლება-სწავლის პროცესში ჩართვა და ახალი, ინოვაციური ცოდნის გადაცემა, როგორც საუნივესრსიტეტო აუდიტორიისთვის, ასევე დაინტერესებულ პირთათვის;
- უწყვეტი პროფესიული განვითარების დაგეგმვა და განხორციელება სოციალური მეცნიერებების (სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკა, მასობრივი კომუნიკაცია) მიმართულებით, მოწინავე ინტერდისციპლინური მეცნიერული ცოდნისა და ანალიტიკური, კვლევითი უნარების გათვალსიწინებით.
საგნები
I სემესტრი
II სემესტრი
კრედიტები
მიღება
კონტაქტი