სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია
აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი
უზრუნველყოს კურსდამთავრებული ზუსტი, საბუნებისმეტყველო, კვების მეცნიერებების ფუნდამენტალური თეორიებისა და პრინციპების, ტექნოლოგიის ფართო ცოდნით, შრომის ბაზარზე არსებულ თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი, დარგისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და პროფესიული კომპეტენციებით, რომელიც ორიენტირებული იქნება პრაქტიკულ საქმიანობასა და სწავლის გაგრძელებაზე უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურებზე.
შეასწავლოს სტუდენტს:
კვების მრეწველობის პროცესების მეცნიერული საფუძვლები, პროდუქციის ასორტიმენტი, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონცეფცია, ნედლეულის გადამუშავების დროს მიმდინარე ცვლილებები, ტექნოლოგიური ოპერაციების თავისებურებები, გარემოსდაცვითი და სურსათის კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის დაცვისა და უსაფრთხოების, გარემომცველ გარემოში და საკვებში ტოქსიკური ნაერთებისა და მეტაბოლიზმის, უსაფრთხო სამუშაო პირობების საკითხები.
გამოუმუშაოს საკვების კომპონენტების დახასიათების, ფიზიკურ-ქიმიური ანალიტიკური მეთოდების; ეკონომიკური ფაქტორების გავლენის შეფასების; კვების მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში ინოვაციების გაანალიზების, კვების ტექნოლოგიების პროექტების შემუშავებისა და განხორციელების უნარი.
მიღება
როგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია ისტორია.
უცხოენა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული.
კონტაქტი