12 ნოემბერს აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები ჩატარდება
საქართველოს ტექნიკური ინივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 2025 წლის 12 ნოემბერს ჩატარდება. – ამის შესახებ ნათქვამია აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 22-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების, 27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი №1) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
1. აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის 12 ნოემბერს.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
ბ) გააჩნია მუშაობის არა ნაკლებ 5 წლის გამოცდილება;
გ) კანდიდატს მოეთხოვება:
- ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებული ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების ცოდნა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში.
- ABET (Accreditation Board for Engineering and Technology)-ის აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების ცოდნა;
- სახელმწიფო ენის ცოდნა (სასურველია უცხო ენის ცოდნა);
- განათლების სფეროში ხარისხის მართვის პრინციპების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების – MS Office-ის ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
- შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
1. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
2. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
3. საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“.
4. „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისას სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და აღიარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №18 დადგენილება;
5. „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;
6. „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება;
7. „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 04 იანვრის №3 ბრძანება;
8. „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანება;
9. „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №121/ნ ბრძანება;
10. პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 დეკემბრის №120/ნ ბრძანება;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია;
- საქართველოსტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, შეფასების და განვითარების წესი;
- სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) განხილვისა და დამტკიცების წესი; სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების წესი;
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგისტრატურის დებულება; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულება; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულება;
- სხვა შიდა საუნივერსიტეტო დოკუმენტები.
4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები 2025 წლის 29 ოქტომბრიდან 05 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეიტანონ ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში – თბილისი, სტუ-ს 11 კორპუსი, დავით გურამიშვილის,17, მე-2 სართული, ოთახი №208. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.
5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;
ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
გ) ინფორმაცია განათლების, შრომითი გამოცდილების, აკადემიური ხარისხის თაობაზე;
დ) სამოქმედო გეგმა;
ე) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას.
6. კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2025 წლის 11 ნოემბერს.
7. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით, აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2025 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას ქ. №77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული). პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.
8. არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად” – ნათქვამია აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...