ამერიკულმა საერთაშორისო გამომცემლობამ, Nova Science Publishers, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მონოგრაფია გამოსცა
ამერიკულმა საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამომცემლობამ – Nova Science Publishers – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ახალი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია – Technical Systems of Protection of Hydro Resources, Management end Monitoring of Processes („ჰიდრორესურსების დაცვის საინჟინრო სისტემები, პროცესების მართვა და მონიტორინგი) გამოსცა.
Გამომცემლობა Nova Science Publishers აქვეყნებს მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების ფართო სპექტრს მსოფლიოს მასშტაბით და თანამშრომლობს დარგში გამოჩენილ მკვლევარებსა და ექსპერტებთან, მოწინავე კვლევების გლობალურ დონეზე წარმოჩენისა და განვითარების მიზნით. Გამოქვეყნებული ნაშრომები გადიან მკაცრ ექსპერტულ შეფასებას და რეფერირდებიან Elsevier, Scopus, Gardners და სხვა მონაცემთა ბაზებში.
მონოგრაფია – Technical Systems of Protection of Hydro Resources, Management end Monitoring of Processes, რომელიც ეფუძნება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და პროცესების ავტომატიზაციის მეთოდების გამოყენებით ჩატარებულ ხანგრძლივ სამეცნიერო კვლევას, ინგლისურ ენაზე გამოიცა და მასში განხილულია ჰიდრორესურსების საინჟინრო დაცვის თანამედროვე სისტემების გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობები, მონიტორინგისა და მართვის საკითხები, ეუტროფიკაციის გამომწვევი მიზეზები, წყლის რესურსების ბიოგენური ელემენტებით დაბინძურებული წყაროები, დამაბინძურებლების წყალში შეღწევის გზები და მათი უარყოფითი გავლენა გარემოსა და ადამიანზე.
როგორც გამომცემლობა Nova Science Publishers-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ანოტაციაშია ნათქვამი, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობა, როგორც საინჟინრო საქმის ერთ-ერთ უმთავრესი და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, განსაზღვრავს ენერგეტიკის დარგის, მდინარეებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური, სოციალური და სხვა მიმართულებების განვითარებისა და ეფექტიანობის პერსპექტივებს. გამომცემლობა მიუთითებს, რომ სწორედ ეს მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული აკადემიკოს დავით გურგენიძის სამეცნიერო ნაშრომში, რომლის უპირატესობაც ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საიმედო და ხანგრძლივი მუშაობის, მთის მდინარეების ეფექტიანი სტაბილიზაციისა და დიდი ეკონომიკური ეფექტის მიღების კვლევაა. მონოგრაფიაში, ჰიდროტექნიკური ინოვაციური ნაგებობების ეფექტურობის დასადგენად, წარმოდგენილია კონსტრუქციების ტექნიკურ-ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშების მეთოდოლოგია და შეფასებულია თითოეული ნაგებობის ეკონომიკური ეფექტი, გარდა ამისა, განხილულია გარემოსდაცვითი პროგრამების განხორციელების ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების გზები და ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას კომპლექსური პროგრამების ფორმირების ინტეგრირებული მიდგომები. ნაშრომში ხაზგასმულია წყლის რესურსების საინჟინრო დაცვის თანამედროვე სისტემების გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების მონიტორინგისა და მართვის საკითხები.
გამომცემლობა აღნიშნავს, რომ პლანეტის ჰიდროსფეროში არსებული ბუნებრივი წონასწორობის რღვევის პროცესი საგანგაშო ხასიათს იღებს. ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევები, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლები დაბინძურებულია, წყლის დონეები კატასტროფულ ნიშნულებამდეა დაწეული, წყლის მრავალი წყარო კი დაკარგულია. გარემოში წონასწორობის შენარჩუნების, ბუნებრივი, ტექნოგენური და ანთროპოგენური ზემოქმედების შერბილებისა და კორექციის ღონისძიებების გატარებას მრავალი საერთაშორისო ინსტიტუცია ისახავს მიზნად. წყლის რესურსებისა და სანიტარიული სისტემის მდგრადი მართვა და განვითარება დიდი ხანია აღარ არის ცალკეული ქვეყნების საზრუნავი – ეს გლობალურად გადასაწყვეტი საკითხია, რაშიც თითოეული ქვეყნის როლი მნიშვნელოვანია. ამდენად, გამომცემლობის განმარტებით, აკადემიკოს დავით გურგენიძის მონოგრაფიაში განხილული კვლევა და მისი შედეგები მნიშვნელოვანია როგორც დარგის სპეციალისტისტებისა და ინჟინერ-პრაქტიკოსებისთვის, ასევე, საინჟინრო ნაგებობების სისტემებში მოღვაწე მკვლევრებისთვის, დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...