არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს, გერმანელ არქიტექტორებთან ერთად, ახალი საერთაშორისო პროექტით იწყებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს, გერმანელ არქიტექტორებთან ერთად, იწყებს ახალი საერთაშორისო პროექტით – „Frank Buken/ ფრანკ ბუკენ ერთად“.
საერთაშორისო პროექტი „Frank Buken/ ფრანკ ბუკენ ერთად“ მოიცავს თბილისში, წერეთლის გამზირის მიმდებარე არეალის ურბანულ კვლევას, რომელშიც არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი სტუდენტები ჩაერთვებიან.
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის ინფორმაციით, სამივე საფეხურის სტუდენტები უკვე ემზადებიან მსოფლიო არქიტექტურის დღესთან დაკავშირებით სტუდენტური ნამუშევრების გამოფენისთვის, თემაზე – „Empowering the Next Generation in Participatory Urban Design“.
აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ფორუმში – „SHARE International Architecture and Technology Forum in Tbilisi“.
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე:
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ახორციელებს სამ საბაკალავრო, ერთ სამაგისტრო და ორ სადოქტორო პროგრამას.
2024 – 2025 სასწავლო წლისთვის სწავლების სხვადასხვა საფეხურზე მივიღეთ 220 სტუდენტი.
მათ შორის, საბაკალავრო ქართულენოვან პროგრამაზე “არქიტექტურა” 180 სტუდენტი; საბაკალავრო რუსულენოვანი პროგრამაზე “არქიტექტურა” – 15; საბაკალავრო პროგრამაზე “მოდის დიზაინის ტექნოლოგიები” – 25; სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე “არქიტექტურა” – 60 სტუდენტი; სადოქტორო .საგანმანათლებლო პროგრამაზე “არქიტექტურა” – 9.
მიღებული სტუდენტებიდან 15-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. როგორც წინა წლებში, წელსაც სრული შევსება გვაქვს.
უნივერსიტეტი და ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს სტუდენტებს სთავაზობს საინტერესო სასწავლო, სამეცნიერო პროცესს, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს.
მათ შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, ვორქშოფებში და კონკურსებში, როგორიც არის: საერთაშორისო კონკური „არქიტექტურული პრემია 2024″; ნომინაცია – “წლის საუკეთესო სტუდენტური პროექტი”.
კონკურსის ორგანიზატორები არიან “საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია” და ჟურნალი “სტილი”; საერთაშორისო კონკურსი – „2024 წლის საუკეთესო სამაგისტრო დამამთავრებელი პროექტის დათვალიერება“, ნომინაციებით: ქალაქგეგმარება, მოცულობითი არქიტექტურა, გარემოს დიზაინი, შენობათა რესტავრაცია-რეკონსტრუქცია.
ამ ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს არქიტექტორთა კავშირი და სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი.
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს“.
ცნობისათვის: არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა დაასრულეს არქიტექტურული პროექტი ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რაც მოიცავდა ყოფილი ტყავ-გალანტერეის ქარხნის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას.
პროექტის გამარჯვებულს 26 სექტემბერს დააჯილდოებენ.
ასევე, ფაკულტეტს დაგეგმილი აქვს სასწავლო კურსის საპროექტო დავალებებთან მიბმული გასვლითი შემეცნებით-პრაქტიკული ვიზიტები საქართველოს რეგიონებში – კახეთი, იმერეთი და ქართლი.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...