„ეს არის უმაღლესი სკოლა, სადაც შეგიძლია იპოვო საკუთარი პროფესიული გზა, მიიღო ცოდნა და გახდე სპეციალისტი“ – სტუ-ის კურსდამთავრებული

News

„ჩემთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სამშენებლო ფაკულტეტი ნიშნავს მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ეს არის უმაღლესი სკოლა, სადაც შეგიძლია იპოვო საკუთარი პროფესიული გზა, მიიღო ცოდნა და რაც მთავარია, გახდე სპეციალისტი, რომელსაც სამშენებლო სფეროს განვითარება შეუძლია“, – აცხადებს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, საპროექტო ორგანიზაცია „კაპიტელის” კონსტრუქტორი ნინო პავლიაშვილი. 

ნინო პავლიაშვილმა სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობათა მშენებლობის მიმართულებით, ბაკალავრიატი 2018 წელს დაასრულა, მაგისტრატურა – 2020 წელს, ხოლო დოქტორანტურა – 2023-ში. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნამდვილად გამოირჩევა თავისი მყარად ჩამოყალიბებული სტრუქტურით, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით და პროფესიონალი ლექტორებით, სამშენებლო ფაკულტეტი კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული ფაკულტეტია. აქ, დიდ ყურადღებას უთმობენ როგორც თეორიულ განათლებას, ისე პრაქტიკულ საქმიანობას. ლაბორატორიები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, პროექტებზე მუშაობა კი რეალურ პირობებს ქმნის პროფესიული უნარების განვითარებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი თანამშრომლობს ქართულ და უცხოურ სამშენებლო კომპანიებთან, რაც სტაჟირების საშუალებას გვაძლევს, რათა ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენოთ. ასევე, ხშირად იმართება სემინარები, კონკურსები და ტრენინგები, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს ჩვენს გამოცდილებას. მუდმივი განვითარება და სიახლეების ძიება არის ის, რაც ადამიანს ავითარებს, ამიტომ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ვურჩევ, მაქსიმალურად გამოიყენონ მათთვის ხელმისაწვდომი რესურსები და დრო, რადგან ეს საკუთარი თავის განვითარებისათვის საუკეთესო პერიოდია. ასევე, ვურჩევ აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და მუდმივად იმუშაონ საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე, რადგან არსებული თუნდაც ყველაზე გამოცდილი საინჟინრო სკოლაც კი ვერ მოგვცემს ცოდნას ძალით, თუ ინიციატივასა და პასუხისმგებლობას თავად არ გამოვიჩენთ“, – აცხადებს ნინო პავლიაშვილი. 


Related

მოგვწერეთ