„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა დოქტორანტებისთვის სტუ-ში

News

9 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, დოქტორანტებისთვის „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ეროვნული საკონტაქტო პირი თეონა მაისურაძე უძღვებოდა.

მან დეტალურად წარადგინა მარია სკლადოვსკა-კიურის ხუთი ძირითადი მიმართულება, მათ შორის არსებული განსხვავებები, მიზნები და მოთხოვნები, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დოქტორანტებისთვის ხელმისაწვდომ საგრანტო შესაძლებლობებს, მათ შორის დაფინანსების ფორმებსა და მონაწილეობის ძირითად წინაპირობებს.

შეხვედრა, რომელიც სტუ-ის ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა, ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა პრაქტიკული კითხვებით მიმართეს თეონა მაისურაძეს და განეხილეს კონკრეტული იდეები საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის.


Related

მოგვწერეთ