International News
Erasmus+ – ტესტირება უცხოურ ენაში
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსებისთვის, სადაც სააპლიკაციო საბუთების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 6 მარტია, შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება მიმდინარე წლის 10 მარტს, 11:00 სთ.
საინფორმაციო შეხვედრა გაცვლით პროექტებთან დაკავშირებით ენერგეტიკის ფაკულტეტზე
2025 წლის 28 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მარიკა ზვიადაძემ და ნინო ჟიჟილაშვილმა ენერგეტიკის ფაკულტეტზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს გაცვლითი პროგრამების შესახებ ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
VI კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეექვსე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის ჩატარდება სამშაბათს, 4 მარტს, 11:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - 14:00 საათზე, ინგლისურ ენაზე.
ხმელნიცკის ნაციონალური უნივერსიტეტი – II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის “პრობლემები და ინოვაციები ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის განვითარებაში”
2025 წლის 24-26 აპრილს ხმელნიცკის ნაციონალური უნივერსიტეტის (ხმელნიცკი, უკრაინა) ორგანიზებით გაიმართება II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის "პრობლემები და...
EUIPO IP სასწავლო კურსი ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით
პან-ევროპული სერტიფიცირების უნივერსიტეტთა (Pan-European Seal Universities) ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაიარონ ერთწლიანი დაფინანსებული კურსი ევროპის გაერთიანების ინტელექტუალური საკუთრების ოფისში (ალიკანტე, ესპანეთი). სასწავლო კურსი მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებს.
ტიანძინის უნივერსიტეტი – სასწავლო პროგრამები სტუდენტებისთვის
ტიანძინის უნივერსიტეტი (Tianjin University - TJU) (ტიანძინი, ჩინეთის სახალხო რეპსუბლიკა) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო პროგრამებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.