სტუ-სა და ჰონგ-კონგის ჩუ ჰაის კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ჩინეთის ჰონკ კონგის ჩუ ჰაის კოლეჯის (Hong Kong Chu Hai College) წარმომადგენლები: პროფ. ოლექსანდრ როგაჩი (Oleksandr Rogach) და ასოც. პროფ. ოლექსანდრ პიდჩოსა (Oleksandr Pidchosa).

3

Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის უფროსი მასწავლებლის, გ. ზოდელავას აკადემიური მობილობა ალიკანტეს უნივერსიტეტში

2024 წლის 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისადა მეტალურგიის ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი გიორგი ზოდელავა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ალიკანტეს უნივერსიტეტში (University of Alicante - UA) (ალიკანტე, ესპანეთი). იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში.

2

IV კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

2024-2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება სამშაბათს, 15 ოქტომბერს, სტუ-ს სტუდენტებისთვის 14:00 საათზე, ხოლო თანამშრომლებისთვის - 16:00 საათზე.

2

მიჩიგანის უნივერსიტეტის Weiser ცენტრი ევროპისა და ევრაზიისთვის – პროფესიული განვითარების სტიპენდიები

მიჩიგანის უნივერსიტეტის Weiser ცენტრი ევროპისა და ევრაზიისთვის (Weiser Center for Europe and Eurasia (WCEE) at the University of Michigan) (ენ არბორი, აშშ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამშრომლებს და ხელოვნების მუშაკებს  სთავაზობს პროფესიული განვითარების სტიპენდიებს.

1

ფილოსოფიის საერთაშორისო ონლაინოლიმპიადა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის “IPhOUS-2024”

2024 წლის 18-20 ნოემბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განვითარების საერთაშორისო უნივერსიტეტი (International University for the Humanities and Development - IUHD) (აშხაბადი, თურქმენეთი) უმასპინძლებს ფილოსოფიის საერთაშორისო ონლაინოლიმპიადას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის "IPhOUS-2024".

3

ეკონომიკის საერთაშორისო ონლაინოლიმპიადა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის “IEOUS-2024”

2024 წლის 21-23 ნოემბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განვითარების საერთაშორისო უნივერსიტეტი (International University for the Humanities and Development - IUHD) (აშხაბადი, თურქმენეთი) უმასპინძლებს ეკონომიკის საერთაშორისო ონლაინ ოლიმპიადას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის "IEOUS-2024".

2
მოგვწერეთ