International News
VII კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
2024-2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეშვიდე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 4 ნოემბერს, 14:00 საათზე, ხოლო თანამშრომლებისთვის -16:00 საათზე.
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოც. პროფ. ნათია ლაცაბიძის აკადემიური მობილობა კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში
2024 წლის 8-14 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოც. პროფ. ნათია ლაცაბიძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (IMC Krems University of Applied Sciences - IMC Krems) (კრემსი, ავსტრია). იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში.
PROFFORMANCE+ პროექტი – II საერთაშორისო კონკურსი “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის ჯილდო 2024/2025”
PROFFORMANCE+ პროექტის კონსორციუმი პარტნიორ ქვეყნებში პროექტის ფარგლებში აცხადებს II საერთაშორისო კონკურსს "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის ჯილდო 2024/2025" (International Higher Education Teacher Award 2024/25).
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფ. თეიმურაზ კუნჭულიას აკადემიური მობილობა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში
2024 წლის 23-27 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში (VSB-Technical University of Ostrava) (ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა). იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში.
VI კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
2024-2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეექვსე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ხოლო თანამშრომლებისთვის -14:00 საათზე.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კრემსის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC University of Applied Sciences Krems - IMC Krems) (დუნაის კრემსი, ავსტრია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.