„ქალთა ტექ ჰაბის“ პროექტში სტუდენტების მიღება დაიწყო!
„გენდერული მრავალფეროვნების ზრდა ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბის“ პროექტში სტუდენტების მიღება უკვე დაიწყო.
აღნიშნული პროექტი, საგრანტო განაცხადის საფუძველზეა დაფინანსებული და ხორციელდება აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში.
“Women’s Tech Hub”-ი გაძლევთ შესაძლებლობას:
ა) შეარჩიოთ და გაიაროთ ერთ-ერთი, თქვენთვის სასურველი კურსი, მიიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი:
- ზოგადი მენეჯმენტი;
- მარკეტინგული კომუნიკაციები და PR ტექნოლოგიები;
- გრაფიკული დიზაინი;
- ვებ. ტექნოლოგიები და WordPress დეველოპმენტი;
- მეწარმეობა პრაქტიკაში;
ბ) შეხვდეთ წარმატებულ ქალ მეწარმეებს;
გ) დაესწროთ „მეწარმეობის დღის“ ღონისძიებას;
დ) მიიღოთ მონაწილეობა „ინოვაციური იდეების შეჯიბრში“. I, II და III ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ შესაბამისად 300, 200, 100 დოლარიან სიმბოლურ პრიზებს.
თუკი ხარ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტი და ფლობ ინოვაციურ ტექნიკურ-სამეწარმეო იდეას, ან უბრალოდ გსურს განვითარდე და აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები ამ მიმართულებით, გაიარე მარტივი რეგისტრაცია და შემოუერთდი პროექტს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 მაისი – 23 საათი და 59 წუთი.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/4DoWTENuNZTHELu2A
თითოეულ კურსზე 25 ადგილია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსი საკმაოდ მაღალი იქნება. შესაბამისად, შესარჩევი ეტაპი ჩატარდება ორ ნაწილად.
გთხოვთ გაეცნოთ კურსის მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს:
პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმები:
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტი (უპირატესობა ენიჭებათ გოგონებს);
2. აკადემიური მიღწევა: აპლიკანტის GPA ან ეკვივალენტური აკადემიური ქულები (მონაცემები დეკანატიდან);
3. ლიდერობა: ეს შეიძლება იყოს საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კლუბებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, სპორტულ გუნდებში ან სხვა ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობა – რეკომენდაცია.
კონკურსის შემთხვევაში ჩატარდება მეორე ეტაპი – გასაუბრების კრიტერიუმები:
-
კომუნიკაციის უნარი (25 ქულა): კანდიდატის უნარი გამოხატოს იდეები ნათლად და ეფექტურად.
-
პერსონალური მოტივაცია და მიზნები (20 ქულა): განმცხადებლის მოტივაცია არჩეული სასწავლო სფეროს ან მომავალი კარიერის მიმართ. ეს შეიძლება ეფუძნებოდეს მათ პასუხებს კითხვებზე მათი აკადემიური და კარიერული მიზნების, სფეროსადმი მათი ინტერესისა და მათი გრძელვადიანი მისწრაფებების შესახებ.
-
ლიდერობის თვისებები (30 ქულა) – რეკომენდაცია
-
პირადი და პროფესიული პრეზენტაცია (25 ქულა): კანდიდატის მოტივაციური ქცევა, თავდაჯერებულობა და ოფიციალური ინტერვიუში ჩართვის უნარი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროექტში ჩასართავად უნდა აკმაყოფილებდეთ ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს, რომლებიც ასევე მოცემულია სარეგისტრაციო ფორმაში.
კანდიდატებს შეარჩევს სპეციალურად შექმნილი კომისია. თავის მხრივ, კომისია საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, თითოეული კანდიდატი შერჩეულ იქნეს ობიექტურად, პროექტის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მიღწევის უზრუნველსაყოფად.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ტელეფონის ნომერზე : 551 021 204 თორნიკე
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...