ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.
მათ სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ მიულოცა.
„თქვენს ცხოვრებაში პროფესიის დაუფლების ეტაპი დასრულდა. დგება დრო, როცა მიღებული ცოდნა ქვეყანას უნდა მოახმაროთ. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოგცათ საშუალება, მიგეღოთ ევროპული სტანდარტის განათლება, რაც თქვენს მომავალს უზრუნველყოფს და რაც, თქვენი მაღალკვალიფიციური კადრად ჩამოყალიბების გარანტიაა.
ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბაკალავრიატის თუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა დიდმა ნაწილმა, სურვილი გამოთქვა სწავლების შემდგომი საფეხური ისევ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტზე გააგრძელოს. წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა ლიანა თარგამაძემ.

კურსდამთავრებულებს სასწავლო პროცესის დასრულება მიულოცეს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მაია მშვილდაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მამუკა მაისურაძემ, ფაკულტეტის მენეჯერმა რეზი გურგენიძემ, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნაზი კუციავამ და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.
აღსანიშნავია, რომ 2023-2024 სასწავლო წელს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების კურსი 67-მა სტუდენტმა დაასრულა.
საზეიმო ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს სიმბოლური დიპლომები გადაეცათ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი არსებობის 100 წელზე მეტს ითვლის. ფაკულტეტზე სწავლება ხორციელდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე – “ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე – „ქიმია“; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე – „გარემოს დაცვითი ინჟინერია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე – „მეტალურგია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე – „მასალათმცოდნეობა“; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე – „ფარმაცია“; საბაკალავრო პროგრამაზე – „სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია“. პირველად ხორციელდება მიღება საბაკალავრო პროგრამაზე – „ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და ექსპერტიზა“.
ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი ადაპტირებულია ევროპის საგანმანათლებლო სივრცესთან, პასუხობს საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებს, ითვალისწინებს სამეცნიერო ცოდნის მიღწევებს, ექვემდებარება სწავლისა და კვლევის განუყოფადობას.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...