პირველკურსელებო, წარმატებული იყოს თქვენი მობრძანება სტუ-ში!

News

გილოცავთ 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას! 

ახლა დროა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ რეგისტრაციის პროცესს:  

1. პირველი ნაბიჯი – ონლაინრეგისტრაცია: 

რეგისტრაციისთვის, 1-ელი სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, გადადით ჩვენს ონლაინპორტალზე: register.gtu.ge და შეიტანეთ თქვენი მონაცემები. გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტები (იხილეთ ფაილი). დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორად გაქვთ შევსებული! 

2. მეორე ნაბიჯი – სწავლის საფასურის გადახდა: 

რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ერთი სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაიხადოთ სწავლის საფასური. ყურადღება — გადახდისას დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი. ეს უზრუნველყოფს თანხის სწორ და დროულ ასახვას თქვენს სტუდენტურ ანგარიშზე ტექნიკურ უნივერსიტეტში. 

3. მესამე ნაბიჯი – დოკუმენტაციის წარდგენა და ხელშეკრულების გაფორმება:

სწავლის საფასურის გადახდის შემდეგ, 23 სექტემბრის ჩათვლით, გელოდებით სტუ-ში. უნივერსიტეტში მატერიალური სახით უნდა წარადგინოთ რეგისტრაციის პირველ ეტაპზე მოთხოვნილი დოკუმენტები და გააფორმოთ სასწავლო ხელშეკრულება. ეს არის საბოლოო ნაბიჯი, რომლითაც სრულდება უნივერსიტეტში თქვენი ჩარიცხვის პროცესი. უშუალოდ სასწავლო პროცესი კი 20 ოქტომბრიდან დაიწყება. 

რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით ან/და დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ფაკულტეტს ( იხილეთ ფაკულტეტების საკონტაქტო ინფორმაცია). 

გისურვებთ წარმატებას და გელოდებით სტუ-ში!


Related

მოგვწერეთ