„პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ – პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრებს მიენიჭათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერები და ინჟინრები – სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრები – იმ 24 ქართველ მეცნიერს შორის არიან, რომლებმაც მორიგი დიდი საერთაშორსო აღიარება მოიპოვეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციაში 2025 წელს მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდო – „პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ (Breakthrough Prize in Fundamental Physics) გადაეცათ.
„პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 8 მეცნიერ-მკვლევარსა და ინჟინერს: კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორს, CERN-LHC ჯგუფის ლიდერს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს CERN-ში ზვიად წამალაიძეს, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებსა და CERN-LHC ჯგუფის წევრებს – არსენ ხვედელიძეს, იური ბაღათურიას, ირაკლი ლომიძეს, დავით ლომიძეს, გიორგი ადამოვს, ალექსი მესტვირიშვილს და თენგიზ თორიაშვილს. ქართველ მეცნიერებს პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდოს მოპოვებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, CERN/CMS კოლაბორაციის ასოცირებული წევრი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს და აღნიშნავს, რომ მორიგი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მეცნიერების სოლიდურ წვლილს მატერიის ბუნებისა და სამყაროს ევოლუციის შესწავლაში.
„პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“, რომელიც 24 ქართველ მეცნიერს, მათ შორის კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 8 მეცნიერ-მკვლევარსა და ინჟინერს მიენიჭა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად ქართული მეცნიერებისათვის. ჩვენი მეცნიერები და ინჟინრები მონაწილეობენ მსოფლიოში მიმდინარე ყველა გლობალურ კვლევაში, მათ შორის, CERN-ის უმსხვილეს სამეცნიერო ექსპერიმენტებში, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავს ფუნდამენტური და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებებს და შესაძლებელს ხდის სამყაროს კიდევ უფრო ღრმად შემეცნებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა წვლილი CERN-ში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ექსპერიმენტში, სადაც იყენებენ იმ უახლეს ტექნოლოგიებს, რომლებიც გარდამტეხ გავლენას იქონიებს კაცობრიობის მომავალზე. ვულოცავ ჩვენს მეცნიერებსა და ინჟინრებს ამ პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მოპოვებას და მადლობას ვუხდი თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის,“ – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) პროგრამის CMS კოლაბორაციის აქტიური წევრია და ქართველი ფიზიკოსები ინტენსიურად მონაწილეობენ მის სამეცნიერო საქმიანობაში.
ქართველი ფიზიკოსების სამეცნიერო საქმიანობა CMS ექსპერიმენტში, ძირითადად, 2 სუბდეტექტორის, მიონური სისტემის RPC (Resistive Plate Chamber) და მაღალი გრანულების კალორიმეტრის HGCAL ( High Granularity Calorimetr) ჯგუფებში მიმდინარეობს; განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მათი აქტივობა HGCAL კალორიმეტრზე – ერთადერთ დეტექტორზე, რომელიც უნივერსალური კალორიმეტრია და პირველად იქმნება მსოფლიოში. ის განკუთვნილია კოლაიდერის HL-LHC (High Luminosity Large Hadron Collider) რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით CMS ექსპერიმენტისთვის.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...