რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს
რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე პროფესიულ დღეს ულოცავს ენერგეტიკის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, მეცნიერ-მკვლევრებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს – ენერგეტიკის დარგის სპეციალისტებსა და ექსპერტებს, რომელთა მაღალი პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა და დარგისადმი ერთგულება ეტაპობრივად აყალიბებდა და კვლავაც აყალიბებს ეროვნული ენერგეტიკის საფუძველსა და მომავალს.
„ძვირფასო კოლეგებო, ენერგეტიკის დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლებო, პროფესორებო, მეცნიერ-მკვლევრებო, სტუდენტებო და კურსდამთავრებულებო, გულითადად გილოცავთ ენერგეტიკოსთა დღეს!
ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებაა, ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური წინსვლის საფუძველია. საამაყოა, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი დარგი დაკომპლექტებულია მთლიანად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული სპეცილისტებით, რომლებიც ერთიანი ძალისხმევითა და სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით ეტაპობრივად აყალიბებდნენ ეროვნული ენერგეტიკის საფუძველს, ზრუნავდნენ და ახლაც ზრუნავენ მის განვითარებაზე და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნიან საქართველოს ენერგეტიკის მომავალს.
ენერგეტიკის ფაკულტეტი ერთ-ერთი უძველესია ჩვენს ქვეყანაში. ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების დღიდან მოქმედებს და საუკუნეზე მეტია უწყვეტად ემსახურება მაღალკვალიფიციური მეცნიერ-მკვლევრებისა და სპეციალისტების მომზადებას, დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე მოღვაწეობენ ენერგეტიკის დარგის გამორჩეული მეცნიერები და მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება სტუდენტებისთვის ფასდაუდებელი საგანძურია. ისინი ახალგაზრდებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი სამეცნიერო კვლევებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ როგორც ენერგეტიკის, ისე ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში. ფაკულტეტი აღჭურვილია უახლესი ტიპის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებითა და მოდერნიზებული სასწავლო სივრცეებით, რაც სტუდენტებს საშუალებას უხსნის დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და პრაქტიკულად განახორციელონ ინოვაციური კვლევები.
დღეს მსოფლიოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მწვანე ენერგეტიკას, მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვასა და ეკოლოგიურად სუფთა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. ამ კუთხით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად ახორციელებს როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო საქმიანობას. ჩვენი ახალგაზრდები, ენერგეტიკის ტრადიციულ მიმართულებებთან ერთად, ეუფლებიან განახლებადი ენერგიის წყაროების ეფექტიან გამოყენებას, ენერგოეფექტურობის თანამედროვე სტანდარტებზე დაყრდნობით ახორციელებენ ინოვაციურ კვლევებს, რაც უდავოდ უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო სივრცეში.
არსებობის მანძილზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტმა 30 000-მდე სპეციალისტი და მკვლევარი მოამზადა. მათ შორის არიან მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები და ინჟინერ-ენერგეტიკოსები, რომლებმაც თავიანთი მრავალმხრივი მოღვაწეობით უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს და ახლაც შეაქვთ დარგის განვითარებაში. მჯერა, რომ ენერგეტიკოსთა მომავალი თაობა, რომელიც პროფესიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეუფლება, ღირსეულად გააგრძელებს იმ დიდ საქმეს, რომელსაც სათავეში მათი წინამორბედი თაობები ჩაუდგნენ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ენერგეტიკოსთა დღეს და წარმატებებს გისურვებთ! თქვენი პროფესიული წვლილი ფასდაუდებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ენერგოდამოუკიდებლობისა და მდგრადი მომავლის უზრუნველყოფის საქმეში.“
ცნობისათვის, 1922 წლის 10 სექტემბერს, თბილისის გარეუბანში, მდინარე მტკვარზე, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ინჟინერ ივანე მელიქ-ფაშაევის პროექტით, საფუძველი ჩაეყარა ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის (ზაჰესის) მშენებლობას, რომელიც იმ დროისთვის პირველი მძლავრი ჰესი იყო ქვეყანაში; ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე კი დამოუკიდებელ საქართველოში პირველად 2002 წლის 10 სექტემბერს აღინიშნა.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...