სადოქტორო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება
გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 სასწავლო წელს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე – register.gtu.ge, 2025 წლის 10 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით;
- სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად , გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2025 წლის 18 სექტემბერს 10 საათზე, სტუ-ის1 კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრუ-1, მე6 სართული, კოსტავას ქ. 68)
- უცხო ენაში გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 19 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2025 წლის 18 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათამდე (კვირა დღის გარდა), გამოცდის ჩატარების ადგილზე. საბოლოო შედეგები, აპელაციის გათვალისწინებით, გამოქვეყნდება 22 სექტემბერს, სტუ-ის ვებგვერდზე;
- გასაუბრებები საფაკულტეტო დროებით მიმღებ კომისიებთან შესაბამის ფაკულტეტებზე ჩატარდება 2025 წლის 24 სექტემბერს, 10:00 საათიდან;
- გასაუბრების შედეგები (საფაკულტეტო დროებითი კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერი – ჩასარიცხ აპლიკანტთა სია, გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე, 2025 წლის 25 სექტემბერს;
- საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2025 წლის 25 სექტემბრიდან 26 სექტემბრის 16:00 საათამდე;
- ჩასარიცხ აპლიკანტთა სიები (აპელაციის გათვალისწინებით) გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე, 2025 წლის 29 სექტემბერს;
- საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (2025 წლის 30 სექტემბერიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, (კვირა დღის გარდა) აპლიკანტი ვალდებულია უნივერსიტეტთან გააფორმოს აკადემიური (სასწავლო) და ადმინისტრაციული (საფინანსო) ხელშეკრულებები.
საჭირო დოკუმენტები და ინსტრუქცია:
- ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...