„საქართველო IV-VI საუკუნეებში, ქრისტიანობასა და მაზდეანობას შორის“ — პროფესორ გიორგი ჭეიშვილის საჯარო ლექცია
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ჭეიშვილმა გამართა საჯარო ლექცია, თემაზე „საქართველო IV-VI საუკუნეებში, ქრისტიანობასა და მაზდეანობას შორის“.
ღონისძიება ორგანიზებული იყო „Logos – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორიის მიერ.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დანიელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქტორი, ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მამუკა გიორგაძე, სტუდენტები და მოწვეული პირები.
როგორც სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტი – „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.

„საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ეს მორიგი შეხვედრაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სასულიერო პირთა, მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობით. პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, შეახსენებს ისტორიის იმ უმნიშვნელოვანეს ეტაპებს, რომლებმაც განსაზღვრეს ეროვნული ფასეულობები. პროფესორი გიორგი ჭეიშვილი აუდიტორიის წინაშე წარდგა მნიშვნელოვანი საჯარო ლექციით, რომელმაც მსმენელების დიდი ინტერესი გამოიწვია. საუკუნეების წინ, ისევე როგორც დღეს, საქართველოს მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენი დიდი წინაპრების გადაწყვეტილებებს შესწავლა, გაანალიზება, შეჯერება და თანამედროვეობისთვის მისაღები ფორმების მიცემა სჭირდება — უნივერსიტეტში გამართული მსჯელობა სწორედ ამის მაგალითია. ძალიან გვახარებს ჩვენი ახალგაზრდობის ასეთი აქტიურობა და დაინტერესება“, — აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.
საჯარო ლექციის დასასრულს პროფესორმა გიორგი ჭეიშვილმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ პირებს საქართველოში IV-VI საუკუნეებში განვითარებულ მოვლენებზე არაერთი დამატებითი ცნობა მიაწოდა.
ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა.
პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომლებმაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...