საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის კლასიკურ გიმნაზიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ და თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტსა და სკოლას შორის სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, განათლების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების გავრცელებასა და აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას.
სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, დოკუმენტი ქმნის მყარ საფუძველს უნივერსიტეტსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ეფექტიანი პარტნიორობისთვის და ხელს უწყობს უწყვეტი განათლების პრინციპის რეალიზაციას, რაც მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეთა, ისე სტუდენტთა პროფესიული და აკადემიური განვითარებისათვის.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის კლასიკურ გიმნაზიას შორის პარტნიორობა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც ემსახურება განათლების სისტემის სხვადასხვა საფეხურებს შორის კავშირის გაძლიერებას და უწყვეტი განათლების მოდელის ეფექტიან რეალიზაციას. სკოლასა და უნივერსიტეტს შორის ჩამოყალიბებული კოლაბორაცია ქმნის ხელსაყრელ გარემოს აკადემიური კულტურის ადრეული ეტაპიდანვე ჩამოსაყალიბებლად, მოსწავლეებში კვლევითი აზროვნების განვითარებისა და უმაღლესი განათლებისადმი ინტერესის გასაღრმავებლად. გარდა ამისა, მემორანდუმით ჩამოყალიბდება მნიშვნელოვანი ჩარჩო ურთიერთობები საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციების მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განსახორციელებლად. დოკუმენტი ორიენტირებულია საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვასა და მათთან შესაბამისობაში სასწავლო პროცესის განვითარებაზე, რაც პირდაპირ აისახება განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და თანამედროვე მოთხოვნებზე ადაპტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებაზე. რაც მთავარია, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც პედაგოგიური გამოცდილების გაზიარებას, ისე სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებასა და ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერას. დარწმუნებული ვართ, ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს განათლების სფეროში მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად ეფექტიანი მექანიზმების შექმნას და ახალგაზრდებში ინტელექტუალური და სამეცნიერო რესურსის გაძლიერებას“, – აცხადებს თამარ ლომინაძე.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის კლასიკური გიმნაზიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ სტუდენტები, კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებული პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები, ასევე თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...
