საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი არქიტექტორის, გიული გეგელიას გარდაცვალების გამო
რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის არქპალატის საპატიო წევრის, ამავე კავშირის გამგეობისა და ეთიკის საბჭოს წევრის – გიული გეგელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გეგელიების ოჯახს, მის ახლობლებს, უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირს.
როგორც რექტორის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, პროფესორ გიული გეგელიას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ქართული არქიტექტურის განვითარებასა და ახალგაზრდა თაობის პროფესიულ აღზრდაში. მისი მოღვაწეობა საქართველოს არქიტექტურული მემკვიდრეობის ისტორიაში დარჩება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტით, სამეცნიერო თუ პედაგოგიური მიღწევით.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის – გიული გეგელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, ჩვენი უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირს – ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც გიული გეგელიას მრავალწლიანი პროფესიული გზა აკავშირებდა.
გიული გეგელიას მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სადაც მოღვაწეობის თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არქიტექტურული განათლების განვითარებასა და სტუდენტთა არაერთი თაობის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გიული გეგელიას სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით, სიღრმითა და სიახლისადმი მუდმივი სწრაფვით. თბილისსა და საქართველოს რეგიონებს ამშვენებს მის მიერ მაღალი ოსტატობით რეალიზებული არაერთი ნამუშევარი, რომელთა შორისაა: საცხოვრებელი მიკრორაიონი „სანზონა“, საცხოვრებელი მიკრორაიონი ბახტრიონისა და იყალთოს ქუჩებს შორის, ბაკურიანის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი, სამხატვრო გალერეა და „ხსოვნის კლუბი“ სენაკში, ეთნოგრაფიული მუზეუმი ნოქალაქევში, რუსთაველის თეატრის რეკონსტრუქციის გეგმა, ცნობილი მოქანდაკის – ელგუჯა ამაშუკელის სახლი-სახელოსნო თბილისში, საქალაქო სასამართლოს შენობა და საცხოვრებელი კომპლექსები ფოთში, თბილისში, წყნეთში, მცხეთაში და მრავალი სხვა.
პროფესორ გიული გეგელიას ავტორობით გამოიცა 8 სამეცნიერო ნაშრომი თბილისის ისტორიული რაიონის რეკონსტრუქციისა და რესტავრაციის საკითხებზე; არაერთი სტატია თბილისის ისტორიული უბნების მხატვრული შეფასების, ადაპტაციის, ძველი და თანამედროვე განაშენიანების ურთიერთკავშირის დადგენის საკითხებზე; განხორციელდა 100-ზე მეტი პროექტი და მშენებარე ობიექტის სამეცნიერო-მეთოდური და საპროექტო ხასიათის გამოკვლევები. ნაყოფიერი და წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისათვის მას მიღებული აქვს მრავალი საპატიო ჯილდო.
გიული გეგელიას სახელი და მოღვაწეობა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში“, – აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...