სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ ფესტივალ IFSAAT-2025-ის გრანპრი გადაეცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახემ“, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გამართული საერთაშორისო სამოყვარულო ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალის – IFSAAT-2025 – მთავარი ჯილდო და სხვადასხვა ნომინაციებში პრიზები მოიპოვა.
საერთაშორისო ფესტივალზე „მოდინახეს“ დასი სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის მიერ ვაჟა-ფშაველას ცნობილი ნაწარმოებისა და ალექსანდრე ბასილაიას ამავე სახელწოდების მუსიკალური კომპოზიციის მიხედვით დადგმული სპექტაკლით – „ჩხიკვთა ქორწილით“ წარდგა. საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სტუდენტური დასის სპექტაკლმა ფესტივალის ჟიური უმაღლესი შეფასება – გრანპრი და პირველი ადგილი დაიმსახურა.
„საუკეთესო რეჟისორული ინტერპრეტაციისთვის“ პრიზი „მოდინახეს“ დასის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მთავარ რეჟისორს, ნუგზარ ბუცხრიკიძეს ერგო, „საუკეთესო ქორეოგრაფია“ სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის თანამშრომელს, ცისანა კობახიძეს, ასევე, „მოდინახეს“ დირექტორსა და რეჟისორს, გიორგი ჭანტურიას გადაეცათ, ხოლო სპეციალური პრიზი – „ფესტივალის აღმოჩენა“ გიორგი ჭანტურიამ დაიმსახურა.

როგორც საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი აღნიშნავს, სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა და საერთაშორისო მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ფესტივალ IFSAAT-2025-ზე მოპოვებული გამარჯვება გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი საუნივერსიტეტო დასის მთავარი გზავნილი ინტერნაციონალური მაყურებლის გულებს ჩასწვდა. ეს წარმატება ეკუთვნის არა მხოლოდ ნიჭიერ ახალგაზრდა მსახიობებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს თეატრალური ხელოვნების განვითარებას საქართველოს უნივერსიტეტებში. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტურ დასზე ზრუნვისა და ქვეყნის გარეთ საუნივერსიტეტო შემოქმედების პოპულარიზაციის უდიდესი მხარდაჭერისთვის. მათ ხელშეწყობის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ „ჩხიკვთა ქორწილმა” ანშლაგით ჩაიარა და ფესტივალის მთავარი პრიზიც მოიპოვა”, – ამბობს ნუგზარ ბუცხრიკიძე.
თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ საერთაშორისო სამოყვარულო ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალში – IFSAAT-2025 – 20-ზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდულმა თეატრალურმა დასმა მიიღო მონაწილეობა.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...