სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი – „ჩვენი მიზანია დარგის პროფესიონალებისა და მომავლის ლიდერების აღზრდა“
„ჩვენი ფაკულტეტი აერთიანებს ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს – სამართალს და საერთაშორისო ურთიერთობებს. ეს მიმართულებები განსაზღვრავს თანამედროვე სახელმწიფოს ფუნქციონირებას, სამართლებრივ წესრიგს, საერთაშორისო თანამშრომლობასა და გლობალურ განვითარებას. დარგის განვითარებისთვის აუცილებელია კრიტიკულად მოაზროვნე პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ უნარი, ღირსეულად წარმართონ როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო პროცესები“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.
2024/2025 სასწავლო წელს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ბაკალავრიატის 334, მაგისტრატურის 112 და დოქტორანტურის 11 სტუდენტი დაასრულებს.
სასწავლო წელს ფაკულტეტზე სხვადასხვა მიმართულების პროექტები განხორციელდა. მათ შორის: „აკადემიური დისკუსიები”, „შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან“, „იმიტირებული პროცესები”, „მოდელირებები”, „მრგვალი მაგიდა“.
გარდა ამისა, ფაკულტეტზე გაიმართა სხვადასხვა ციკლური საჯარო ლექციები, ვორქშოპები, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციები როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, აკადემიური პერსონალისთვის.
სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის თქმით, უნივერსიტეტი ზრუნავს, შექმნას არა მხოლოდ გარემო მაღალი სტანდარტის განათლების მისაღებად, არამედ სივრცე, სადაც, ამავდროულად, პასუხისმგებლობიანი და პატრიოტები მოქალაქეები აღიზრდებიან.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მოღვაწეობენ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური აკადემიური და სამეცნიერო წრეები, რომლებიც არ შემოიფარგლებიან მხოლოდ თეორიული სწავლებით, არამედ აქტიურად ზრუნავენ, რომ ახალგაზრდებს აუცილებელი პრაქტიკული უნარებიც განუვითარონ სამართალმცოდნეობასა და დიპლომატიაში. ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს საჯარო და კერძო სექტორთან, რაც სტუდენტებს აძლევს დიდ შესაძლებლობას რეალურ გარემოში სტაჟირებისა და კარიერული განვითარებისათვის. სტუდენტები სარგებლობენ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით, მათ შორის „ERASMUS+“-ის ფარგლებში. გვყავს წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც მუშაობენ მოსამართლეებად, ადვოკატებად, დიპლომატებად, საჯარო მოხელეებად და საერთაშორისო ორგანიზაციებში სპეციალისტებად. სამართალი სოციალური სამართლიანობისა და წესრიგის საფუძველია. სწორედ მისი მეშვეობით, მომავალი პროფესიონალი უნდა გახდეს იმ ადამიანების ხმა, ვისაც სამართლებრივად დაცვა სჭირდება. საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლა კი მომავალი სპეციალისტისთვის შესაძლებლობაა, გახდეს გლობალური პროცესების მონაწილე, იმუშაოს დიპლომატიაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. იმის გათვალისწინებით, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების როლი ერთ-ერთი გადამწყვეტია სახელმწიფოს განვითარებაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პირადად რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ფაკულტეტის განვითარება-გაძლიერებას ფაკულტეტი უზრუნველყოფილია თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები პრაქტიკასთან ინტეგრირებულ პროგრამებს ასწავლიან. მიმდინარე სასწავლო წელი, პრაქტიკულად, დასრულებულია. მომავალი სასწავლო წლიდან კი კვლავინდებურად გავაგრძელებთ მუშაობას და სვლას მიზნისკენ – ჩვენი სტუდენტები გახდნენ დარგის პროფესიონალები და მომავლის ლიდერები“, – აცხადებს ივანე გიორგაძე.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...