„სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი არა მხოლოდ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ თავად ქმნის სტანდარტებს“
„სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ გარემოს – სწავლას, რომელიც ეფუძნება მრავალწლიან ტრადიციებს და მომავალზე ორიენტირებულ ინოვაციებს. ჩვენ ვზრდით მომავალ ლიდერებს, მეცნიერებსა და პროფესიონალებს, ჩვენ ერთად ვქმნით მდგრადი, განვითარებული და დამოუკიდებელი საქართველოს საფუძველს! 2024-2025 სასწავლო წელს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა 56-მა სტუდენტმა, სამაგისტრო – 31-მა, ხოლო სადოქტორო – 2-მა. წარმატებებს ვუსურვებ მათ“, – ამის შესახებ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ კუნჭულიამ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.
მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ოთხი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელთა მიზანია ქვეყანაში ახალი სამთო-მომპოვებელი საწარმოების ჩამოყალიბება. გარდა ამისა, ფაკულტეტზე არსებული სამთო-გეოლოგიური ცენტრის ბაზისთვის შესყიდული იქნა ახალი სამთო-გეოლოგიური ელექტრონული პროგრამები, რომელთა მეშვეობით ხდება სასწავლო კურსების ორგანიზება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისთვის. კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით ფაკულტეტზე მოეწყო „ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციის ლაბორატორია“, გარემონტდა „შრომის უსაფრთხოების“ სასწავლო ლაბორატორიები. 2024 / 2025 სასწავლო წელს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მეცნიერებმა მოიპოვეს 1 საგრანტო პროექტი.
„სამთო და გეოლოგიური დარგები საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა რესურსების ეფექტიანად გამოყენებასთან. დღეს, როცა ქვეყანა დგას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე, როცა მწვანე ტრანზიციის გზებსა და სუფთა ტექნოლოგიებზე გადასვლის შესაძლებლობებს განვიხილავთ, სამთო-გეოლოგიური მეცნიერებას ახალი მისია ეკისრება. ჩვენი ფაკულტეტი, როგორც ქვეყნის ერთადერთი აკადემიური პლატფორმა ამ მიმართულებით, არა მხოლოდ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ თავად ქმნის სტანდარტებს. სწორედ აქ ეყრება საფუძველი იმ პროფესიონალებს, რომლებიც საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს ჭკვიანურად და ეკოლოგიურად განავითარებენ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სტუდენტს სთავაზობს უნიკალურ გარემოს — სწავლას, რომელიც ეფუძნება მრავალწლიან ტრადიციებს და მომავლისკენ მიმართულ ინოვაციებს. ფაკულტეტის სახელით მხარდაჭერისთვის მადლობას მოვახსენებთ რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და ჩვენს პარტნიორ „არემჯის“, – აცხადებს თეიმურაზ კუნჭულია.
ცნობისთვის: 1922 წელს, თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიტექნიკური ფაკულტეტი ჩამოყალიბდა. პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე თავდაპირველად სამი განყოფილება იყო: სამშენებლო, მექანიკური და სამთამადნო. სამთამადნო განყოფილებას გააჩნდა სპეციალობები – სამთო (საექსპლუატაციო), მეტალურგიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური. 1928 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელსაც დასაწყისში გააჩნდა შემდეგი ფაკულტეტები: სამშენებლო ფაკულტეტი, მექანიკური ფაკულტეტი, სამთო-ქიმიური ფაკულტეტი. დღეისათვის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება უმაღლესი განათლების სამივე – საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...