სტუ დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობას აცხადებს
სტუ-ში დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პირველკურსელთათვის და მათთვის, ვინც ამავე უნივერსიტეტში, 2024-2025 სასწავლო წლისათვის, მოიპოვეს მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება, რიგგარეშე მობილობა ცხადდება.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რიგგარეშე მობილობის წესით გადმომსვლელმა განცხადება უნდა დაწეროს სტუ-ში და იქვე წარადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი საჭირო დოკუმენტაცია.
მისამართი: თბილისი; კოსტავას 77; ადმინისტრაციული კორპუსი; მე-3 სართული; ოთახი 334.
საბუთები მიიღება: 2024 წლის 1-4 ოქტომბრის ჩათვლით 10 00 სთ-დან – 16 00 სთ-მდე;
2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრისათვის სტუ-ში რიგგარეშე მობილობა ცხადდება შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე
რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც, 2024-2025 სასწავლო წლისათვის, ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (პირველკურსელები), უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
3. საშუალო განათლების ატესტატის ასლი;
- მობილობის მსურველმა პირებმა, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წლისათვის, ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
4. პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;
5. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
6. ბაკალავრმა – საშუალო განათლების ატესტატის ასლი;
მაგისტრანტმა – ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა);
შენიშვნა:
„სამართლის“ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
- ჩათვლილი კრედიტებისა და ამის საფუძველზე განსაზღვრული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, აცნობებს მობილობის მსურველ პირს, არაუგვიანეს 2024 წლის 5 ოქტომბრისა;
- მობილობის მსურველი ვალდებულია, გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს წერილობით განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ–ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.
შენიშვნა:
- ბრძანება სტუ–ში რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2024 წლის 14 ოქტომბრისა.
- მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...